ახალი სერვისი დამწვრობის ცენტრში

08.01.2020 01:18

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ცენტრში ამჟამად 7 მოზარდი მკურნალობს, ყველაზე პატარა პაციენტი კი 11 თვისაა. ბავშვებისთვის კლინიკამ ახალი სერვისი დანერგა. შესაბამისი მკურნალობის გარდა, არასრულწლოვან პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც მიეწოდებათ. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებში მაღალია ცხელი წყლით და საჭმლით მიღებული დაზიანებები, ამასთანავე ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით იზრდება პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებების მიღების რისკი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: