საქართველოში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა დადასტურდა

15.06.2022 01:48

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას. შეგახსენებთ, რომ პაციენტი საეჭვო ნიშნებით კლინიკაში 4 ივნისს შეიყვანეს. მას შემდეგ ლუგარის ლაბორატორიაში მისი ბიოლოგიური მასალის კვლევა მიმდინარეობდა. რაც შეეხება „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების მსოფლიო სტატისტიკას, აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, სადაც ვირუსის აფეთქება მოხდა, დადასტურებულია „მაიმუნის ყვავილის“ 1 600 შემთხვევა 40-მდე ქვეყანაში. 23 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა იგეგმება, რომელზეც იმსჯელებენ, ქმნის თუ არა ინფექცია საერთაშორისო საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოში  ე.წ მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა
00:24

საქართველოში ე.წ მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

„მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა საქართველოში
04:30

„მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია
04:07

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება მსოფლიოში
05:20

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება მსოფლიოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მაიმუნის ყვავილი“ - რეკომენდაციები
02:12

„მაიმუნის ყვავილი“ - რეკომენდაციები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა საქართველოში
12:21

#ახალიდღე „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 15 ივნისი, 2022 #LIVE
01:11:20

#მოამბე 21 საათზე, 15 ივნისი, 2022 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გლობალური საგანგებო მდგომარეობა „მაიმუნის ყვავილის“ გამო
04:40

გლობალური საგანგებო მდგომარეობა „მაიმუნის ყვავილის“ გამო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო