#ქვაზენაწერიისტორია - საფარა
საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრელთან მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი X-XIV საუკუნეების რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები. საფარა ადრე სამცხის ათაბაგების, ჯაყელების, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, X საუკუნეში კი აქ უკვე მონასტერი იყო. მონასტრის ნაგებობების აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებში ფაქტობრივად არაფერია ცნობილი, თუმცა წმ. საბას ტაძრის წარწერები საინტერესო ცნობებს გვაწვდიან მისი დათარიღებისთვის და ასევე ქტიტორთა შესახებ. სახელი „საფარა“ წერილობით წყაროებში პირველად X საუკუნეში ჩნდება, ცნობილი არიან საფარელი მოღვაწეები: ივანე საფარელი (X ს.), ქართლის კათოლიკოსი გაბრიელ საფარელი (XI ს.), იოანე მტბევარ-საფარელი (XII ს.). #ისტორია #საქართველო #ძეგლები
კარდუ - KARDU-ის სხვა ვიდეოები
25:40
მეგალითების ქვეყანა - დოკუმენტური ფილმი
07:47
ამბები საქართველოზე - ბირთვისის ციხის უცნობი გმირე...
58:02
თამარ მეფე - მხარტვრულ-დოკუმენტური ფილმი
02:13
#ქვაზენაწერიისტორია - საფარა
09:11
ამბები საქართველოზე - ლაშა-გიორგის სიყვარულის უცნო...
21:23
ამბები საქართველოზე - კრწანისის ბრძოლის უცნობი ისტ...
10:13
ეგვიპტის ქართველი მმართველი - ამბები საქართველოზე