მსჯელობა ბუტა რობაქიძის საქმეზე


ბუტა რობაქიძის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

დღევანდელ პროცესზე ბოლო მოწმე, გამომძიებელი ლევან გერგედავა დაკითხეს, რომელიც საქმის ხელახალ გამოძიებაში იყო ჩართული. მან 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა.

მოწმესთან გარკვეული კითხვები ჰქონდა დაცვის მხარეს, რასაც პროცესზე ხმაური მოჰყვა. დაცვის მხარე და ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ 2012 წლის შემდეგ საქმე არასრულყოფილად გამოიძიეს. მათი თქმით, პროკურატურა არ დაინტერესდა იმ მოწმეებით, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ.

დაცვის მხარის კითხვებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა სოსო რობაქიძემაც, რომელმაც გარკვეული დროის მანძილზე სხდომათა დარბაზიც დატოვა.

შემდეგი სხდომა, რომელზეც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებენ, 10 სექტემბერს 14 საათზეა ჩანიშნული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან