შსს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას. სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოვლინდნენ დამრღვევი პირები, რომლებიც გადაყვანილი არიან იძულებით საკარანტინო ზონაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს. კონტროლისა და მონიტორინგის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების საშუალებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას და აფრთხილებს. ასევე, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს საკარანტინო ზონების მონიტორინგსა და დაცვას. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით (https://www.police.ge) და მომსახურების სააგენტოს (https://www.sa.gov.ge), ერთიანი მომსახურების ცენტრებს (ტელეფონი: 2414242) და მიგრაციის დეპარტამენტს (ტელეფონი: 2419607; 2419634; ელ.ფოსტა: migration@mia,gov.ge) მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაძლო სტრუქტურული ერთეული, რომლებსაც შესაძლებლობა გააჩნია, გადაყვანილია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კორონავირუსი – თვითიზოლაციის წესების დარღვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 104 ფაქტი გამ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 107 ფაქტი გამ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 77 ფაქტი გამო...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შიდა ქართლში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა
Trialeti TV
დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახევრამდე სხვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო