სკოლის ისტორია

09/07/2011
Ramin Gogokhia-ის მიერ

დე ფაქტო სასაზღვრო სოფელ ფახულანის N2 საბაზო სკოლაში საქველმოქმედო საკვირაო სკოლამ მორიგი მეცადინეობა საბალეტო ხელოვნებას მიუძღვნა. (მეცადინეობას ესწრებიან მოზარდები, რომლებიც ყოველდღე, დიდი წვალებით გადმოლახავენ ე.წ. საზღვარს). მოზარდებს ვესაუბრეთ ნინო ანანიაშვილის შემოქმედებაზე, მის მოღვაწეობაზე საქართველოში საბალეტო ხელოვნების აღორძინებისა და განვითარების მიზნით. მოსწავლეებს დიდ ეკრანზე ვაჩვენეთ ფრაგმენტები საბალეტო სპექტაკლებიდან ნინო ანანიაშვილის შესრულებით. (1:55).