ბანკების ასოციაციის განცხადება

21.05.2020 01:06

პრემიერ-მინისტრისა და საბანკო სექტორის გადაწყვეტილებას საბანკო ასოციაციაში ეხმაურებიან და კიდევ ერთხელ განმარტავენ იმ პირობებს, თუ რა შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები აქვთ და სამსახური „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში დაკარგეს. ასეთი პირები საბანკო სექტორისგან დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების სამი თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით მიიღებენ, რა პირობითაც წინა სამი თვის განმავლობაში სარგებლობდნენ. მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებისგან 2020 წლის ათი ივნისიდან მიიღებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: