პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა


ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ ევროკავშირის მედიატორობით მოლაპარაკების გაგრძელების საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ იხსნება.

მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზად არის და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას ულტიმატუმებზე უარისკენ მოუწოდებს. იგულისხმება ვადამდელი არჩევნების საკითხი, რომელიც კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ, თუმცა ორივე მხრიდან ხელმოუწერელ დოკუმენტში ნახსენები არ არის. თავის მხრივ ოპოზიციიდან უკვე კეთდება მინიშნებები, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ ხუთთვიანი კრიზისის დასაძლევად შემუშავებული დოკუმენტი უნდა გადაიხედოს. ევროკავშირის მედიაციით დიალოგის გაგრძელების შემთხვევაშიც კი ოპოზიციური პარტიები უთანხმოების ორი მთავარი თემის გარშემო პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ახალი არჩევნების და ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტის გარეშე რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას გამორიცხავენ. მაშინ, როცა მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა ბუნდოვანი, თუმცა მაინც რეალურია, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტში მეორე მიმართვის გაგზავნაზეც ფიქრობენ, რამაც დიალოგის განახლების შანსი შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს. 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან