ციხეში ხანძრის დროს 41 ადამიანი საკანში დაიწვა

09/08/2021

ინდონეზიაში, ბანტენის პროვინციის ციხეში ხანძარს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 8 სექტემბერს გამთენიისას გაჩნდა და პატიმრების დიდი ნაწილი საკნებში გარდაიცვალა. არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 41 დაღუპულიდან ერთი სამხრეთ აფრიკისა და ერთიც პორტუგალიის მოქალაქეები იყვნენ. ციხეში ხანძრის დროს 2 000-ზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა, რაც გაცილებით მეტია ვიდრე წესით საპყრობილის ტევადობაა. #ამერიკისხმა

ვიდეოები „ამერიკის ხმა"-ისგან