„ღვინის დღეები საქართველოში“ - ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება

09.10.2022 02:54

„ღვინის დღეები საქართველოში“ - ფესტივალს აღნიშნავენ იმერეთშიც. ქუთაისში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ამ წუთებში იწყება. გაიმართება მასტერკლასები. გარდა ამისა, მცირე და დიდი საწარმოები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. მოწყობილია სპეციალური სივრცეები და პავილიონები. ფესტივალის მიზანი, ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ყურძნის ახალი ჯიშების გაცნობაა. ფესტივალს უერთდება დედაქალაქიც. სხვადასხვა სახის ღონისძიება 9 აპრილის ბაღში მიმდინარეობს. ღვინის კომპანიებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: