„მსოფლიო რბენა" - აქციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილამდე გაგრძელდება
4 მაისს დაგეგმილი საქველმოქმედო აქციისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. მოქალაქეთა ონლაინ რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილამდე გაგრძელდება. „მსოფლიო რბენა", - ასე ეწოდება საერთაშორისო, მასშტაბურ საქველმოქმედო მარათონს, საიდანაც შემოსული თანხის 100% ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების კვლევებს მოხმარდება. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურში განაცხადეს, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, 2 ათასზე მეტი ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია. შეჯიბრი სტარტს "ლოპოტიდან" დღის 2 საათზე აიღებს. გამარჯვებული ერთი მამაკაცი და ერთი ქალი გამოვლინდება, რომლებიც მომავალ წელს სხვა კონტინენტზე ანალოგიურ რბენაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1lFOXcS