მეაბრეშუმე კახეთიდან


საქართველოში მეაბრეშუმეობა ისეთივე ძველი დარგია, როგორც მეღვინეობა და მეფუტკრეობა, თუმცა აბრეშუმის მწარმოებელი ფაბრიკები საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ დაიხურა. დარგმა როგორც არარენტაბელურმა და დოტაციაზე მყოფმა, ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამისად, აბრეშუმის ჭიის მოყვანაც მივიწყებას მიეცა. თუმცა, გამონაკლისია ამ უძველესი საქმიანობის მიმდევარი ქალბატონი, რომელიც კახეთში ცხოვრობს. ლამარა ბეჟაშვილი ათი წელია აბრეშუმის ჭიას ყოველ წელს ამრავლებს და აბრეშუმის პარკის ბიზნესი დღეს მისი შემოსავლის წყაროა.
რა სამკურნალო თვისებები გააჩნია აბრეშუმისგან დამზადებულ ქსოვილს, ზეთს და ჩაის და როგორ აპირებს მეაბრეშუმე ქალი საქმიანობის განვითარებას, - ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან