სტაფილოს პიურე (6+ თვიდან)carrot puree (from 6+ months)

05/02/2020

არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა,უფრო მეტი ასეთი ვიდეოებისთვის.

სტაფილო შეიცავს ვიტამინებს – A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდსა და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს, რომელიც ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას უზრუნველყოფს.
თავიდან საჭიროა პატარას მისცეთ ცოტ-ცოტა და დააკვირდეთ, რომ არ გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია.
ყველა ახალი ბოსტნეულის დამატება ხდება 3 დღის შეგდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ ბოსტნეულს ბავშვი კარგად იტანს.
სტაფილოს პიურეს კიდევ ადაპტირებული ნარევით ან დედის რძით აზავებენ.
თქვენ უნდა შემოიტანოთ თითოეული საკვები ზედიზედ 3 დღის განმავლობაში, მცირე რაოდენობით.
დაიწყეთ 2 ან 3 ჩაის კოვზით და გაზარდეთ ისე, როგორც თქვენს პატარას მოეწონება.
ავღნიშნავ ვიდეოში სტაფილოს გულს ვაცლი ამის მიზეზი კი ისაა რომ: - სტაფილოს გარე ნაწილი უფრო მეტ კაროტინს შეიცავს, ვიდრე გული, სამაგიეროდ, გული - მეტ უჯრედისს. ამიტომ სასურველია, გამდინარე წყლით კარგად გარეცხილი სტაფილო მთლიანად გამოიყენოთ. (ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზეა ლაპარაკი).
სტაფილოს შუაგულში ნიტრატები 80%-ით მეტია გარეთა ნაწილთან შედარებით, ამიტომ თუ დარწმუნებული არა ხართ პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეში მაშინ სჯობს სტაფილოს გული ამოაცალოთ, ეს გარკვეული შეღავათი იქნება.

Don’t forget to subscribe to the channel for more such videos.

Carrots contain vitamins - A, B1, B2, C, E1, P, calcium, iodine and iron, as well as large amounts of carotene, which provides normal physical and mental development.
At first you need to give the little one a little bit and be careful not to show an allergic reaction.
All fresh vegetables are added 4-5 days later to make sure the vegetables are well tolerated by the baby.
Carrot puree is mixed with another adapted mixture or breast milk.
You should bring each food for 3 consecutive days in small amounts.
Start with 2 or 3 teaspoons and increase as your little one likes.
I would like to mention that I removed the heart of the carrot in the video. The reason for this is that: - The outer part of the carrot contains more carotene than the heart, but the heart - more cells. Therefore, it is advisable to use carrots thoroughly washed with running water. (We are talking about an ecologically clean product).
Nitrates in the middle of the carrot are 80% more than the outer part, so if you are not sure about the ecological purity of the product then it is better to remove the heart of the carrot, it will be a certain benefit.

#სტაფილო
#სტაფილოსპიურე
#6თვიდან
#carrotpuree
#carrot
#6months
baby
#food
#forbaby