ცვლილებები ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში

03.12.2019 01:04

„ევექსის“ კლინიკების გაერთიანება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მომსახურებების დეტალურ ხარჯთაღიცხვას სავარაუდოდ ხვალ მიაწვდის. აღნიშნული გადაწყვეტილება „ევექსმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც კერძო კლინიკებმა საყოველთო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისთვის გარკვეულ მომსახურებებზე ერთიანი ტარიფების დაწესება გააპროტესტეს. თემაზე გასულ კვირაში სამინისტროში კლინიკების წარმომადგენლებსა და მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრაც გაიმართა, სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შესაძლოა ერთიანი ტარიფები გადაიხედოს, თუ კლინიკები სამინისტროს წარმუდგენენ კონკრეტულ, არგუმენტირებულ ხარჯთაღიცხვას. „ევექსის“ კლინიკების მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ სამინისტროსთნ კონსტრუქციული დიალოგის შედეგად დადგება კონკრეტული შედეგი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო