ერთიანობის თუ დაშლის მანიფესტი
ერთიანობის თუ დაშლის მანიფესტი. უკრაინის მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტი, ერთი წლის წინ ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების გადაწყვეტილებას წყვეტს და პარტიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში პირველობისთვის ბრძოლას აანონსებს. მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ვარდების რევოლუციის“ ოცი წლის თავზე მანიფესტი გამოაქვეყნეს და თერთმეტპუნქტიან დოკუმენტში სამომავლო პოლიტიკური გეგმები წარმოადგინეს, სადაც აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, ამავე დოკუმენტში წერია ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას. მართალია, ორად გაყოფილ გუნდს მთავარ მიზნად გაერთიანება და საპარლამენტო არჩევნებში პირველობისთვის ბრძოლა დაუსახა, თუმცა, მანიფესტის გამოქვეყნებისთანავე ერთობის სულისკვეთება დაშლის მიზეზი უფრო გახდა. ნიკა მელიას მომხრეები ხაბეიშვილის გუნდს კვლავ არაფორმალური გავლენებით განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ერთიანობის თუ დაშლის მანიფესტი - დისკუსია „აქტუალური შაბათის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება ოპოზიციაში - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გველის თუ არა განკითხვის ღამე?! 🔴 (THE PURGE THEORY 18+) 4K
უცხო
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილი პარტიებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ძალა ერთობაშია“ - პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილს ასახელე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster