ერთიანობის თუ დაშლის მანიფესტი


ერთიანობის თუ დაშლის მანიფესტი. უკრაინის მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტი, ერთი წლის წინ ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების გადაწყვეტილებას წყვეტს და პარტიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში პირველობისთვის ბრძოლას აანონსებს.

მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ვარდების რევოლუციის“ ოცი წლის თავზე მანიფესტი გამოაქვეყნეს და თერთმეტპუნქტიან დოკუმენტში სამომავლო პოლიტიკური გეგმები წარმოადგინეს, სადაც აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, ამავე დოკუმენტში წერია ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას.

მართალია, ორად გაყოფილ გუნდს მთავარ მიზნად გაერთიანება და საპარლამენტო არჩევნებში პირველობისთვის ბრძოლა დაუსახა, თუმცა, მანიფესტის გამოქვეყნებისთანავე ერთობის სულისკვეთება დაშლის მიზეზი უფრო გახდა. ნიკა მელიას მომხრეები ხაბეიშვილის გუნდს კვლავ არაფორმალური გავლენებით განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან