ახალი პოლიკლინიკა ჯვარში

25.11.2018 01:29

აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, იძულებით გადაადგილებულ პირებს ჯვარის ამბულატორია მოემსახურება. გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, კლინიკაში მაღალი დონის თანამედროვე აპარატურა დაინერგა, გადამზადდნენ სპეციალისტები, რაც სამომავლოდ კვლევების ხარისხზეც უნდა აისახოს. მომსახურებას ადგილობრივები და ფოცხოეწერში განსახლებული დევნილები მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალ პოლიკლინიკაში, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირებს დამატებითი კონსულტაციებიც გაეწევათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: