რუსი ჟურნალისტები თელავში რეგიონული პრესის გამომცემლებს შეხვდნენ


დღეს ქალაქ თელავის „მედია კაფეში“, რუსეთის ANRI-Media „დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ალიანსი“ - რეგიონული პრესის გამომცემლებს, რედაქტორებს და მენეჯერებს შეხვდა.
შეხვედრის მხარდამჭერი შვედეთის მედიაინსტიტუტი FOJO იყო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამუკიდებელი მედიის განვითარებას უწყობს ხელს. რუსი ჟურნალისტები კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თელავის მერიის წარმომადგენლებსაც შეხვდენ.
ვიზიტის მიზანი რუსეთის და საქართველოს რეგიონულ მედიასაშუალებებს შორის ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობაა. შედგა დისკუსია, რომელზეც დამსწრე საზოგადოებამ თანამედროვე პრესისა და მედიის სფეროში ტენდენციების შესახებ ისაუბრეს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1t35QBT

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან