ემანუელ მაკრონის განცხადება
„ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა, ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 44-ივე ქვეყანა, რომელიც ესწრებოდა პრაღაში გამართულ შეხვედრას, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მაკრონის განცხადებით, პრაღაში შეკრებილმა ლიდერებმა ასევე იმსჯელეს კრიზისზე, რომლის წინაშეც ევროპა დგას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის დასახმარებლად სპეციალური ფონდის შექმნაა აუცილებელი და მნიშვნელოვანია საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება. პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტმაც. მაია სანდუს თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება არის მოგზაურობა უფრო ფართო ევროპისკენ. მისივე თქმით, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით და სოლიდარობის გამოვლენით არის შესაძლებელი. ევროპული ახალი გაერთიანების შემდეგი სამიტი კიშინიოვში გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ემანუელ მაკრონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ემანუელ მაკრონის განცხადება
Formula News
ემანუელ მაკრონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ემანუელ მაკრონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ემანუელ მაკრონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ემანუელ მაკრონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაკრონის განცხადება რუსეთზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster