მარწყვის მურაბა ნაყოფის ფერის, ფორმისა და სილამაზის შენარჩუნებით

07/17/2021

1 კგ მარწყვი გარეცხეთ, მოაცილეთ ყუნწები. 1 კგ შაქარს დაუმატეთ 2,5 ჩაის ჭიქა (250მლ-იანი) წყალი, მოადუღეთ და ადუღებული მასა დაასხით მარწყვს, ან პირიქით მარწყვი ჩაყარეთ შიგნით. დატოვეთ გამორთულ მდგომარეობაში დაახლოებით 4 საათი. ადუღეთ 3-5 წუთი. შემდეგ სრულიად გააგრილეთ. დუღილის პროცესი გაიმეორეთ 4-ჯერ. მეოთხე ადუღებაზე ცხელი ჩაასხით გარეცხილ, დამდუღრულ ხრახნიან ქილებში, მოარგეთ თავსახური. გააგრილეთ ამოყირავებულ მდგომარეობაში. თუ ბოლო ქილა ვერ შეავსეთ, გააგრილეთ მურაბა და შემდეგ მოარგეთ თავსახური, რომ კონდენსატი არ წარმოიქმნას.
პრივილეგია: ადუღებული სიროფი მარწყვის გარშემო წარმოქმნის საფარს, მარწყვს გამოსდის ნაკლები წვენი, ნაკლებად იწურება და ინარჩუნებს ზომას, ფერს და სილამაზეს.

Video courtesy by http://www.translating-service.com/