გიული ალასანიას განცხადება


მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა „ვივამედში“ გიული ალასანიამ მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. აღენიშნება ტემპერატურა და სახსრების ძლიერი ტკივილი, რის გამოც, მუდმივად გამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

დღესვე, გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის გზავნილიც გაახმოვანა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს გული სწყდება, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვიეს უკრაინაში ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ცერემონიალზე, რისი მიზეზიც სავარაუდოდ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებების უგულებელყოფაა სააკაშვილის ამნისტიით გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან