1 შესავალი

14.06.2012 23:21

ედიშერ ჭელიძე - "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია"
ვრცლად: http://orthodoxy.ge/gvtismetkveleba/c...

პირველი საუბრის მოკლე კონპექტი:

პატრისტიკა - საეკლესიო ლიტერატურა (ძეგლები). შესასწავლი მასალა.

პატროლოგია - საეკლესიო ლიტერატურის ისტორია. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პატრისტიკას. იგულისხმება (ჭელიძე) მართლმადიდებლური ლიტერატურის ისტორია. ეკლესიის მართლმადიდებელ მამათა შრომები, რომელთა არსებითი ნაწილი დოგმატურია.

საეკლესიო (ქრისტიანული) ლიტერატურა / საეკლესიო (ქრისტიანული) ლიტერატურის ისტორია - ზოგადად ყველა ქრისტიანულ კონფესიას მიემართება.

ყოველთვის ლიტერატურა და მოძღვრება მოცულობითად ერთმანეთს არ უდრის.

ლიტერატურა - წერილობითი გადმოცემა მოძღვრებისა.

მოძღვრება - უფრო ფართო ცნებაა, რადგენაც ის ყოველთვის წერილობით არ გადაეცემა, ხშირად ზეპირად გადაეცემა მოძღვრების ცალკეული სწავლებანი. მოძღვრება ორ ნაწილს შეიცავს: წერილობითსა და ზეპირს.
ლიტერატურა და მოძღვრება - ერთი მთლიანი სულიერი და უცდომელი მოძღვრებაა.
დოგმატი და დოქსა - წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან „დოკეო" (მივიჩნევ, ვფიქრობ, ასე მესათნოება, ასე მომწონს, ასე ვირჩევ) და ორივე მათგანი გარკვეულ აზრს ნიშნავს.

გაზიარება:
Mankanebi