აშენდება „ორბის“ სასტუმრო ბახმაროში?

03/19/2024

🏬 სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ შესაძლოა, მალე კურორტ ბახმაროში 350 აპარტამენტისგან შემდგარი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას დაიწყოს. იანვრის დასაწყისში „ორბიმ“ მომავალი შენობის პირველი ფოტორენდერები გამოაქვეყნა და ბინების გაყიდვაც დააანონსა.

🗻 მალე გაირკვა აქამდე უცნობი დეტალებიც - კომპანია ბახმაროში ასმილიონდოლარიან ინვესტიციას დებს. მას სახელმწიფომ 4 ჰექტარზე ცოტა მეტი ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. „ორბი“ ბახმაროში სულ 10 ჰექტარ მიწას ფლობს.

🏬 „ორბი ბახმაროს“ აშენების იდეას ჰყავს მომხრეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ამბავი კურორტს ბევრ პრობლემას გადაუწყვეტს, მაგრამ ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგეც, მათ შორის, ბახმაროელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კომპლექსი ამ სახით არ აშენდება.

--

🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge

გამოგვყევი 👇🏻

Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან