ვარკეთილში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი იწყება

15.06.2019 03:38

ვარკეთილში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი იწყება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. „ვარკეთილი დეველოპმენტი“ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 4-5 თვეში გეგმავს. კორპუსები მესამე მასივის ტერიტორიაზე აშენდება. ავარიულ ე.წ ხრუშჩოვკებთან ახლოს მდებარე სამი ჰექტარის ფართობი მერიამ ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი 7545 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს მიიღებს. ოჯახები, რომლებიც ახალ ბინებში შესახლდებიან, ავარიულ კორპუსებს ასევე მერიის სასარგებლოდ დათმობენ და ეს ტერიტორიაც ანალოგიური პირობებით ახალი კორპუსების ასაშენებლად იქნება გამოყენებული. ნათია ქენქაძე დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო