პროექტი „მცოცავი საზღვარი“ ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე
2015 წლის ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე საქართველოს სახელით პროექტი „მცოცავი საზღვარი“ წარდგება. პროექტის კურატორია - ნია მგალობლიშვილი, არტისტები - რუსუდან გობეჯიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, ნია მგალობლიშვილი, სოფია შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი და ჯოზეფ საბია. პროექტი წარმოადგენს სხვადასხვა საკნებისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს. ის ინტერაქტიულია. მის შინაარსს წარმოადგენს „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად - დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით. ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შემოსული 12 პროექტიდან საუკეთესო, ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით შეარჩია. ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება, - ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზე“ განთავსდება. ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures). ვრცლად იხილეთ ► http://e.gov.ge/IPIFo http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პროექტი „მცოცავი საზღვარი“ ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო...
culturegovge culturegovge
პროექტი „მცოცავი საზღვარი“ ვენეციის ბიენალეზე
culturegovge culturegovge
პროექტი „მცოცავი საზღვარი“ ვენეციის ბიენალეზე
culturegovge culturegovge
საქართველო ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე
culturegovge culturegovge
საქართველო ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე
culturegovge culturegovge
საქართველო ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე
culturegovge culturegovge
მზადება ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალესთვის
culturegovge culturegovge
GDS დილა - ვენეციის გამოფენაზე საქართვეოს ნია მგალობლიშვილის...
GDSTVDILAOFFICIAL