ვიდეოკონფერენცია ევროკომისიის პრეზიდენტთან


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს „კოვიდ 19“-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან   გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომელსაც ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებენ. გიორგი გახარიამ  ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ   ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა, როგორც ექსპერტულ დონეზე, ასევე ფინანსური კუთხით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან