გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

28.05.2022 01:51

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას. ამ მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში ძეგლის გადახურვის სპეციალისტები - პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი უკვე ჩავიდნენ. სპეციალისტები მუშაობას დღეს შეუდგნენ და საქართველოში 31 მაისამდე დარჩებიან. ისინი შეაფასებენ ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს და, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები ახალი დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით. ადგილზე იმუშავებს UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე დააკვირდება. შეგახსენებთ, რომ ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 13 მაისიდან დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ანა ნაცვლიშვილის განცხადება
01:50

ანა ნაცვლიშვილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია
00:50

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები
01:25

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება
01:06

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა
01:05

განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა
08:45

გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუ...

culturegovge culturegovge

გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა
04:24

გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუ...

culturegovge culturegovge

გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე არასამთავრობო სექტორი  გამოძიების დაწყებას ითხოვს
01:25

გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე არასამთავრობ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო