ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება


ეროვნულმა ბანკმა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის“ ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ლი ივლისიდან შევა. მომხმარებელს უფლება ექნება, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე. ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, სესხის ან კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს. ცვლილებები ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან