დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“


შიდა დაპირისპირების ახალი ფაზა „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ერთი წლის წინ გასაჯაროებულ მწვავე უთანხმოებაზე მიხეილ სააკაშვილის პირველმა საჯარო შეფასებამ კონფლიქტს წერტილი ვერ დაუსვა. ვერც ის გაირკვა, დაპირისპირებული მხარეებიდან რომელ ფლანგს უჭერს მხარს ყოფილი პრეზიდენტი. სააკაშვილის მიერ სამი დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში პარტიის დატოვების მოწოდების ადრესატად უმეტესობამ ნიკა მელია მიიჩნია. თუმცა ექს-პრეზიდენტის განმარტებამ მოცემულობა შეცვალა. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედ თავმჯდომარესთან დაპირისპირებული ნიკა მელია შეაქო, გუნდს კი ახალი დავალება მისცა. ახალი სახეებისთვის პარტიის კარის გახსნა და 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში მხოლოდ იმ ადამიანების შეყვანა, რომლებსაც დეპუტატის მანდატი არასდროს ჰქონიათ - ასეთია მიხეილ სააკაშვილის ბოლო მოწოდება. ექს-პრეზიდენტის მხრიდან მელიას შექებამ მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს შორის დაძაბულობა ვერ განმუხტა. ხაბეიშვილი დღეს მელიას საჯაროდ დაემუქრა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან