პარიზში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრა გაიმართა


მიხეილ სააკაშვილი:,,სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო. მაშინ, როცა ხელი მოაწერეს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას და ჩვენ ამ პროცესში ვმონაწილეობდით, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბოლომდე დაცული. პრობლემა ის არის, რომ, თუ გასული წლის ოქტომბრამდე სარკოზის-მედვედევის შეთანხმების შესრულებას ევროპელები და ამერიკელები რუსეთს, პრაქტიკულად, ყოველ კვირას ახსენებდენ, 1 ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი\".
საფრანგეთის დედაქლაქში მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და 2008 წელს ე.წ. სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების მნიშვნელობა იყო. პარიზში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრები ნაციონალური ასამბლეის წევრებთან გამართა. ნოემბრის დამლევს, ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის წინ, საქართველოს პრეზიდენტი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გამართავს შეხვედრებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
---------------------------------------------------------------------------------------- Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------