პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინა

05.04.2020 01:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის  131 ფაქტი გამოავლინა
01:31

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმა
01:19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინა
02:12

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა
00:57

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი...

TV IMEDI

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა
02:25

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა
02:02

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოავლინა
00:53

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი...

telekompania gurjaani

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინა
03:31

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო