მარიანა იოსელიანი - ევროპის ერთადერთი პრიზიორი მეკლდეურობაში საქართველოდან
10/24/2021
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© - https://mtisambebi.ge/ - რატომ ვცოცავ? ვიდრე თითის გაშლა არ გამიჭირდება, იქამდე ვცდილობ კლდეს ვეჭიდაო. თავისუფლებაა, სწრაფვა გამარჯვებისკენ. ბავშვობაში მეზობლები მაუგლის ეძახდნენ ხეებზე თოკებით ძრომიალის გამო. 4 წლის იყო, პირველად რკინის ბოძზე რომ აცოცდა და სახლის სახურავზე ავიდა. სვანეთში, მულახის თემის სოფელ ჟაბეჯში, საბჭოთა კავშირის პრიზიორ, ავღან ნავერიანის მეზობლად ცხოვრობს და ვარჯიშიც მისი ინიციატივით დაიწყო. მარიანა იოსელიანი მეკლდეურობაში ევროპის ერთადერთი პრიზიორია საქართველოდან. მარიანამ წელს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან შეთავაზება მიიღო. 29 წლის მეკლდეური მიწვეული მსახიობია სპექტაკლში „ბეთქილი“, სადაც ნადირობის ქალღმერთის, დალის როლს თამაშობს. ყველაზე მეტად გული მაინც კლდეზე ცოცვისკენ მიუწევს.