თბილისსა და რეგიონებში ალილოსთვის ემზადებიან

07.01.2023 01:04

თბილისსა და რეგიონებში ალილოსთვის ემზადებიან. ტრადიციულად 7 იანვარს, მომლოცველთა და მგალობელთა გუნდი მსვლელობას მოაწყობს და მოქალაქეებს ქრისტესშობას ახარებს. მსვლელობის მონაწილეები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართებიან, სადაც მათ საჩუქრები გადაეცემათ. საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც 16:00 სთ-ზე შობის პარაკლისს გადაიხდიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო