სპექტაკლი „სიურპრიზი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობით
12/03/2013
culturegovge culturegovge-ის
მიერ
3 დეკემბერს, 18 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ასოციაცია „ანიკას\" აღსაზრდელები მოწვეულ მეგობრებთან ერთად სპექტაკლს „სიურპრიზი\" ითამაშებენ. (პიესის ავტორი ბასა ჯანიკაშვილი, დამდგმელი რეჟისორი ზურაბ გეწაძე, მეორე რეჟისორი გიორგი ხოსიტაშვილი).
16:00 საათიდან, თეატრის ფოიეში, ასევე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება ხორციელდება პროექტის „ახალგაზრდები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მხარდასაჭერად\" ფარგლებში. ღონისძების პარტნიორია აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ღონისძიების მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია.
ასოციაცია \"ანიკა\" 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ დაფუძნდა და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, პროფესიული განათლებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045