ხადაში მომხდარი მკვლელობის საქმე

25.09.2018 01:14

ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ამ წუთებში მისი ადვოკატი ხვდება. საუბარი ხადას ხეობაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ეხება. ადვოკატის ინფორმაციით, წინასწარი გეგმით ისინი ბრალდებულთან ერთად დღეს აპირებენ ხადას ხეობაში დანაშაულის ადგილზე ჩასვლას და სწორედ იქ გამოიკითხება ბრალდებული. მისივე ინფორმაციით, სიტყვიერი შეთანხმება საგამოძიებო უწყებებთან მიღწეულია. საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ შსს-ში. მათი განცხადებით, ექსპერიმენტის ჩატარება დღეს არ არის დაგეგმილი და ამ საკითხზე არც ადვოკატს არ მიუმართავს ოფიციალურად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: