გახსნილი დანაშაული


იმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ოთხი პირი. მათ შორის არიან წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 26 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში თავს დაესხნენ 1946 წელს დაბადებული პირის საცხოვრებელ სახლს, მის მეპატრონეს, იარაღის მუქარით, ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით კი პოლიციამ დანარჩენი ბრალდებულებიც დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან