როგორ უნდა მოვიქცეთ, მაშინ როცა ყურანი იკითხება!?

03/19/2016

და თუ ეშმაკმა გიბიძგოს ცდუნებისკენ, უმალვე ალლაჰს მიეკედლე. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა. 

201 უეჭველად, რომელნიც მოკრძალებულნი არიან ღვთისადმი, თუ მათ ეშმაკის მხრიდან რამე ავი შეეხოთ, გაიხსენებენ და დაინახავენ ეგენი . 

202 და მათ ძმებს ჩაითრევენ ისინი ჯოჯოხეთისკენ, მაგრამ მაინც არ მოიშლიან ეგენი . 

203 და თუ არ მიუტან მათ აიათს , გეუბნებიან: განა იგი შენს მიერ არ იყო მოგონილი? უთხარი: მე მივსდევ მხოლოდ იმას, რაც ჩემი ღმერთისგან შთამეგონა. ესაა ცხადი მტკიცებულებანი თქვენი ღმერთისგან, მორწმუნე ხალხთათვის ჭეშმარიტ გზად და მოწყალებად! 

204 და როცა იკითხება ყურანი, ისმინეთ იგი და გაჩუმდით , ეგების შეწყალებულ იქმნეთ თქვენ! 

205 და გულში ახსენე ღმერთი შენი მოწიწებით და შიშით, და არა ხმამაღალი სიტყვებით, დილით და საღამოს. და ნუ იქნები უგუნურთაგანი! 

206 უეჭველად, რომელნიც შენ ღმერთთან არიან , არ გამედიდურდებიან მისადმი თაყვანისცემისგან და განადიდებენ მას და მის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ! 


(აღრაფის სურა 7/200-206 ყურანი)

• შემოგვიერთდით ჯგუფში \"მე მიყვარს ისლამი\"

facebook-ზე https://m.facebook.com/memikvarsislam...

odnoklassniki-ზე http://odnoklassniki.ru/group53046554...

youtube-ზე    / @user-hd8hv1ro1i  

İnstagram-ზე memiqvarsislami ან მე მიყვარს ისლამი I Love ISLAM

ვიდეოები „მე მიყვარს ისლამი"-ისგან