„პატრიოტთა ალიანსის“ ყრილობა


ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სამხედრო ნეიტრალიტეტი და დაპირებების შესრულება, რომლესაც საზოგადოება 2012 წლიდან ელოდება. ამ საკითხებზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა დღეს მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

ფართომასშტაბიან ყრილობას, რომლიც სპორტის სასახლეში გაიმართა, რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. დაანონსდა საპროტესტო აქციებიც, სადაც პერმანენტულად მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეასრულონ დაპირებები. ამ შინაარსის საინფორმაციო შეკრებები 27 მაისიდან დაიწყება, ფართომასშტაბიანი აქციები კი 15 ივნისიდან გაიმართება.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, ქვეყანა უნდა შეუერთდეს მსოფლიოში სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას და კონკრეტული მექანიზმები იყოს შეთავაზებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან