მაშველებმა დაშავებული ტურისტი თბილისში გადმოიყვანეს

10.08.2019 00:33

მაშველებმა, დაშავებულ ტურისტს, რომელიც  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში იმყოფებოდა, დახმარება აღმოუჩინეს. 112-ში შესული შეტყობინებიდან მალევე, მაშველებმა ტურისტი მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან ჩაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება  მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ ტურისტი ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფისა და დიდი მანძილის გამო, თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო