ჭაკუასთვის პატიმრობის ათვლა დაიწყო / განაჩენები მუმლაძის მკვლელობის საქმეზე #LIVE


• მსჯავრდებულ ჭაკუასთვის პატიმრობის ათვლა დღეიდან დაიწყო; საკარანტინო ზონაში მოთავსებული პატიმარი სასამართლო სხდომას სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება; გლდანის ციხე, საკანი #37, პატიმრებზე ძალადობის ისტორია და პოლიტიკური შეფასებები;

• დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ასათიანი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, ზურაბ ჯღარკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბრალდებული სამართალდამცველების მიმართ კი სხვადასხვა განაჩენი დადგა; მოკლული ახალგაზრდის ოჯახი გამამართლებელ განაჩენს აპროტეტებს, პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს; 

• სამთავრობო ცვლილებები საფრანგეთში - ქვეყანას ახალი პრემიერი ჰყავს, მთავრობის ფორმირებამდე კი მოვალეობას მოქმედი მინისტრთა კაბინეტი შეასრულებს. იქნება თუ არა უკვე ყოფილი პრემიერი, ედუარდ ფილიპი ემანუელ მაკრონის მეტოქე 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში; 

• იოსებ გაბაშვილის მხატვრული შემოქმედება ერთ სივრცეში - ეროვნული გალერეა გამორჩეული ქართველი ხელოვანის რეტროსპექტული გამოფენისთვის ემზადება; მოდერნისტი მხატვრის ცხოვრება საბჭოთა რეალობაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან