მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება


ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას პროცესი დაიწყება ერთ საათში საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს წინა სხდომაზე, მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. პროკურორის განცხადებით, არსებობს წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რაც კალანდიას ბრალეულობას დაამტკიცებს.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან