ეპიდემიოლოგიური ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში


მზარდია კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ვირუსი კიდევ 62 პირს დაუდასტურდა. ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ამჟამად 89 პაციენტი რჩება. ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 61 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სულ ვირუსს, ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი ემსხვერპლა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან