საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია მოეწყო!

05/20/2016
Info Center on NATO \u0026 EU-ის მიერ

ევროპის დღეების ფარგლებში ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია მოეწყო!

ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის გამოცემას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან 2016 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღინიშნება, თარიღის, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის განვითარების ევროპული გეზი აირჩია.
მარკა, რომლის მაკეტიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა წარადგილეს უახლოეს მომავალში მიმოქცევაში ჩაეშვება.
საფოსტო მარკის გამოცემის იდეა ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის, ის დიზაინერმა თეონა კერესელიძემ შექმნა.
ღონისძიების ფარგლებში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ გამოცემული წიგნის „საქართველო და ევროკავშირი - განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ“ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერას“ მიერ მომზადებული აუდიო ბროშურის „NATO და ევროკავშირი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ პრეზენტაციაც მოეწყო. საღამო თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა გააფორმეს. ‪#‎EuropeanDays2016‬

ვიდეოები „Info Center on NATO \u0026 EU"-ისგან