ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

12.05.2021 01:08

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები, თითქმის ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, 93-ე ბაგა-ბაღის 83 თანამშრომელს კოვიდზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა. დაცულია რეგულაციები, ბაგა-ბაღის აღმზრდელებს, ისევე როგორც ბავშვებს უნდა ეკეთოთ პირბადეები და გაიარონ დეზობარიერი. ბაგა-ბაღის დირექტორის, ლამარა ტყავაძის თქმით, პანდემიის პირობებში, ბაგა-ბაღში ბავშვების დასწრების მაღალი პროცენტი იყო და ახლაც იგივეს ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: