სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ


„მანამდე არც კი ვფიქრობდი, რომ რუსეთი განზრახ და მიზანმიმართულად გაბედავდა ამ ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ხელის ხლებას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყოველთვის შეიძლება, მოხდეს არასწორად გათვლილი რამ და ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი არასწორად გათვლილი ნაბიჯები რუსეთის ლიდერის მხრიდან რამდენიმე იყო. ამიტომ არაფრის გამორიცხვა შეძლებოდა და მე შეშფოთებული ვიყავი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა - „სურს თუ არა რუსეთს საქართველოს შთანთქმა“, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოს შთანთქმა“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან