Roland Shalamberidze - Hero In Sky (2CD) (Full Album) [2008]

05.05.2019 01:42:54

Playlist: CD1 01-Tin On Road 00:00 02-Thank You, Doctor 00:42 03-Om 13:08 04-Big Elephant And Grasshopper 20:24 05-River 25:51 06-Russian Winter 28:27 07-Samurai Su-Dnik 37:01 08-Hero In Sky 40:07 CD2 09-Mister Gayvaronsky 49:47 10-Russian Museum 53:15 11-Sex Ex 57:54 12-Night Day 01:06:41 13-Angel In Georgia 01:13:44 14-Freedom Freedom Water 01:19:16 15-Dancing In Wine 01:34:42 16-Wind In Crazy City 01:38:32 ქუთაისელი მხატვარი აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმერი და მუსიკოსი როლანდ შალამბერიძე 1958 წლის 11 დეკემბერს დაიბადა. 1988 წლიდან ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც ცნობილ არტ-ცენტრ „პუშკინსკაია 10“-თან დღემდე თანამშრომლობს. ამ კლუბში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების Trans Europe Halles-ის და Res Artis-ის წევრიცაა, 1988 წლიდან დღემდე თავს იყრიან ანდერგრაუნდში მყოფი დამოუკიდებელი მხატვრები და მუსიკოსები. 1996 – 2001 წლებში როლანდ შალამბერიძე გერმანიასა და აშშ-ში ცხოვრობდა. ამჯერად იგი თბილისსა და ქუთაისში ცხოვრობს. ეს ალბომი არტ-ცენტრ „პუშკინსკაია 10“-ის მიერ გამოცემული ორმაგი CD-ა, სადაც როლანდ შალამბერიძე ცნობილ პეტერბურგელ მუსიკოსებთან ერთად უკრავს. საგულისხმოა, რომ როლანდ შალამბერიძე რამდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტის გამომგონებელია, რომელზეც თავად ასრულებს კიდეც. დისკზე შესული აუდიო მასალა მიმზიდველი ექსპერიმენტული და პოსტ-ინდუსტრიული ავანგარდული მუსიკალური პერფორმანსია, სადაც ერთმანეთში არეულია ბგერები, ხმები და მუსიკალური ფრაგმენტები. ეს არაა ფონური ნამუშევარი, ესაა საოცარი ალბომი, რომლის მოსმენაც თუ დაიწყე, ჩაგითრევს და თან წაგიღებს მეტად საინტერესო სამყაროში. #RolandShalamberidze #HeroInSky #Georgia

გაზიარება: