მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი
ბრალდებული მეგის ქარდავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე სერგო თეთრაძის წამების საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილება მოითხოვა და სასამართლო შემადგენლობას შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია ქარდავას განცხადებები სასამართლოს მიკერძოებულობასთან და კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, რაც სხდომათა დარბაზიდან მსჯავრდებულის გაძევების საფუძველი გახდა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. რაც შეეხება თავად ბრალდებას, ქარდავას ადვოკატი მას „გამოგონილს“ უწოდებს. ქართულმა სასამართლომ მეგის ქარდავა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებისთვის ერთხელ უკვე გაასამართლა, თუმცა სამშობლოში ექსტრადიციის შემდეგ, ქარდავამ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების თავიდან განხილვა მოითხოვა. ახლა ქარდავას პროცესზე დასაბრუნებლად სასამართლოსთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას საქმე
TV IMEDI
მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster