ლევან დავითაშვილი მესტიის სოფლების მცხოვრებლებს ხვდება

28.07.2019 01:32

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველთან ერთად, მესტიის სოფლებში მოსახლეობას ხვდება. ლევან დავითაშვილმა ნაკრასა და ფარში ადგილობრივებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სამინისტრო ახორციელებს. შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავრობის წარმომადგენლებს სოფელში არსებული პრობლემები გააცნო. ადგილობრივებმა მთავარ საჭიროებად შიდა გზების, ამბულატორიებისა და სპორტული დარბაზების საკითხი დაასახელეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: