შეხვედრა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით
„ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებული მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი უახლოეს პერიოდში ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა მინისტრების ცენტრის დირექტორთან შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილულ იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა. ონლაინშეხვედრას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს, დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და „ნამახვანიჰესის“ პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დისკუსია „ნამახვანჰესის“ საკითხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა „ნამახვანჰესის“ საკითხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა „ნამახვანჰესის“ საკითხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინისტრების შეხვედრა ცაგერში ნამახვანჰესის საკითხზე
Mtisambebi / მთის ამბები
ეკონომიკის მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster