რეგიონული ტურ-გიდების პროგრამა


USAID საქართველოს მისიისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, „რეგიონული ტურ-გიდების პროგრამა“ ხორციელდება. „ზრდა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ოთხ რეგიონულ პროფესიულ კოლეჯს ახალციხეში, გორში, კაჭრეთში და ზუგდიდში „რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის“ განხორციელებისთვის ინვენტარი გადაეცა.

პროექტის მიზანია სამომავლოდ საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარება და სექტორში დასაქმების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, მარნეულისა და კასპის კოლეჯებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პროგრამის შემუშავებას, შესაბამისი ინვენტარის გადაცემასა და აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერას გულისხმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან